მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ კერზაიას საქმეზე ბატიაშვილის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება დადგა, დარწმუნებული ვარ გამოძიებასთან ითანამშრომლებს...

თუ კერზაიას საქმეზე ბატიაშვილის დამატებითი გამოკითხვის საჭიროება დადგა, დარწმუნებული ვარ გამოძიებასთან ითანამშრომლებს – ოხანაშვილი

Published on

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის, მიხელ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლას უკვე მოყვა  კომენტარები საკანონმდებლო ორგანოში.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იმედოვნებს, რომ თუ საგამოძიებო ორგანოს მიხეილ ბატიაშვილთან, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვლებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაუჩნდება, ის გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს. 

“ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ასეთი ცვლილებები უკავშირდება მთავრობას და მთავრობის შემადგენლობას. ისინი მსჯელობენ აღნიშნულ საკითხებზე. ბატიაშვილის გადადგომაზე დამატებითი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის,” – აღნიშნა დეპუტატმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...