მთავარისიახლეებისაზოგადოებასაღი აზრი - სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ - ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ცენტრის...

საღი აზრი – სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ – ზუგდიდში ილია ჭავჭავაძის ცენტრის მასტერკლასები გაიმართება

Published on

ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი 16 ნოემბერს, ზუგდიდში გამართავს სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური პროექტის „საღი აზრი: სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკის პირისპირ“ მასტერკლასებს.

ზუგდიდში მასტერკლასებს გაუძღვებიან ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, იურისტი და პუბლიცისტი ზაზა ბიბილაშვილი, ცენტრის დირექტორი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, მედიაფსიქოლოგი, პროფესორი მარიამ გერსამია და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სამოქალაქო ჩართულობის პროექტი ხორციელდება ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში.შერჩეული მონაწილეები ესწრებიან ლექციებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით:

• საქართველოს თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები
• რატომ დასავლეთი? – ღირებულებები, ვალდებულებები/პასუხისმგებლობები და ისტორიული პერსპექტივა
• გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ცვალებადი გამოწვევები
• ევროკავშირი, დემოკრატიული ინსტიტუტები და მდგრადი განვითარება
• კანონიერება და მართლწესრიგი – ქართული მართლმსაჯულების ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავალი
• ეკონომიკური პოლიტიკა – როგორ წავახალისოთ სწრაფი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური ზრდა
• მედიაფსიქოლოგია, ინფორმაციული წიგნიერება და სამოქალაქო განათლება
• კულტურა და იდენტობა
• დონორებთან ურთიერთობა
• საჯარო გამოსვლები და დებატების ხელოვნება

მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

ინფორმაციას ილია ჭავჭავაძის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი ავრცელებს

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...