მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპანტების გულგრილობის გამო გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ცხინვალში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

ოკუპანტების გულგრილობის გამო გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ცხინვალში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს

Published on

ახალგორის რაიონის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ცხედარი ცხინვალში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაიყვანეს – ინფორმაციას ამის შესახებ “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 49 წლის მამაკაცი გულის არეში გაუსაძლისი ტკივილით ახალგორის საავადმყოფოში თავისი ფეხით მივიდა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დე ფაქტო უწყებების დაწესებული შეზღუდვა, ადამიანებს ართმევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. ვითარებას ამწვავებს ის გარემოება, რომ საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი. რიგ შემთხვევებში ვერ ტარდება სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევები, გვიანდება პაციენტებისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რაც, რიგ შემთხვევებში, შედეგად იწვევს ადამიანების გარდაცვალებას.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას არსებული მდგომარეობის მოსაგვარებლად, მათ შორის, შეიმუშავოს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის დროს გათვლილი იქნება მოსახლეობისთვის შექმნილი ზიანის მინიმუმამდე შემცირებაზე” – აღნიშნულია ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...