მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი პედაგოგი „აკადემიური პალმის ორდენის“ მფლობელი გახდა

ზუგდიდელი პედაგოგი „აკადემიური პალმის ორდენის“ მფლობელი გახდა

Published on

საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო ჯილდო „აკადემიური პალმის ორდენი“ „PALMES ACADEMIQUES“ ზუგდიდელ ფრანგული ენის პედაგოგს მედიკო ჭაჭუას გადაეცემა.

” საფრანგეთის ელჩი საქართველოში, 28 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მას გადასცემს საფრანგეთის ეროვნული განათლებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელმწიფო ჯილდოს „აკადემიური პალმის ორდენი“ „PALMES ACADEMIQUES“.
აკადემიური პალმის ორდენი უძველესი ორდენია საპატიო ლეგიონის ორდენის შემდეგ. იგი დააწესა ნაპოლეონ ბონაპარტემ 1808 წელს. მისი განახლება მოხდა 1955 წელს და მას გადასცემენ როგორც ფრანგ, ისე უცხოელ მოქალაქეებს განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისათვის. “- წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი კახა ფარცვანია.

როგორც მედიკო ჭაჭუა აცახდებს, მისთვის ეს ჯილდო მოულოდნელი აღმოჩნდა. ის ამჟამად პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლის მასწავლებელია, სხვადასხვა დროს მუშაობდა სკოლაში, უნივერსიტეტში და ეწოდა პედაგოგიურ საქმიანობას.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...