ვანში მოქალაქემ წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლა

0
461

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვანში წითელ ნუსხაში შეტანილ მურა დათი მოკლეს.

“ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, ამოღებული ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს”, – ამბობენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, მურა დათვი წითელ ნუსხაში შეტანილი გარეული ცხოველია და შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც 50 000 ლარს შეადგენს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადააგზავნეს.

წინა სტატიაკონფლიქტის პირა ქალაქებში, გორის შემდეგ უკვე ზუგდიდში სამეწარმეო სკოლა გაიხსნა [Video]
შემდეგი სტატიაოპოზიცია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური