მთავარისიახლეებიპოლიტიკაროზარია პუგლისი - საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე

როზარია პუგლისი – საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე

Published on

საქართველოს უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა რუსი ჯარისკაცების ყოფნაა თქვენს ტერიტორიაზე; ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი კონტროლირებულია გარე ძალების მიერ და რომ ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

კითხვაზე, მისი შეფასებით, დღესდღეობით რა მთავარი გამოწვევები აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, როზარია პუგლისმა უპასუხა, რომ მთავარი გამოწვევა ორი რეგიონის კონტროლია გარე ძალების მიერ და ასევე, ბორდერიზაციის პროცესი. მისი თქმით, ეს მხოლოდ დიპლომატიურად შეიძლება გადაწყდეს.

“ამას ძალიან მძიმე გავლენა აქვს იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის არეალში ცხოვრობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. ყველას ესმის, რომ ეს სიტუაციაა, რომელიც მხოლოდ დიპლომატიურად, დიალოგით და საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეიძლება გადაწყდეს. საქართველომ ბევრი იმუშავა იმ სტრატეგიის შესამუშავებლად, რომელიც მოერგებოდა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, ყველა უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომელსაც ის სტრატეგიით ახორციელებს უკეთესი მომავლისთვის. ამავდროულად, ჩვენ, ნატო ვეხმარებით საქართველოს, რომ გახდეს უფრო ძლიერი და უნარიანი, დაიცვას თავი”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” პუგლისმა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...