ოპოზიცია ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს

0
437

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკან დაუბრუნა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, შემდგომი, უკვე შინაარსობრივი განახლება პარლამენტისთვის მესამე წარდგენისას, ანუ 30 ნოემბრამდე მოხდება.

მომავალი წლის ბიუჯეტი 14 მილიარდ 211 მილიონი ლარია, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 900 მილიონით მეტია. ხარჯების გაზრდა როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით არის დაგეგმილი. ოპოზიცია ბიუჯეტს მკაცრად აკრიტიკებს და მას ბიუროკრატიაზე მორგებულს უწოდებს.

“უამრავი პოპულისტური საარჩევნო დაპირებებია ჩადებული, რომელიც კვლავ გამოიწვევს ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას. ხელისუფლებას არ ადარდებს ადამიანების ბედი, ეკონომიკის განვითარება და ლარისა და ფასების სტაბილურობა. ეს ბიუჯეტი არის ფლანგვის ბიუჯეტი, რომელიც სიღარიბეს შეუწყობს ხელს,” – განაცხადა  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

პარლემენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის თქმით, ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიის ზრდა და ასევე ხელფასის გაზრდა პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისა და პედაგოგებისთვის.

წინა სტატიავანში მოქალაქემ წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლა
შემდეგი სტატიაფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია – „ჩვენთან უფრო იაფია“ დაიწყო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური