მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე ანტონი ეკლესიაში პედოფილიაზე: ჩემთვის ეს ახალი არაა, მე ვიცოდი და ვიცი,...

მეუფე ანტონი ეკლესიაში პედოფილიაზე: ჩემთვის ეს ახალი არაა, მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება

Published on

“ჩვენთვის ეს არახალია. მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება. ჩვენ ამას დროდადრო ვისმენთ ადამიანებისგან”, – ასე პასუხობს მეუფე ანტონი ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია”, წამყვანის მიერ დასმულ კითხვას ეკლესიაში შესაძლო პედოფილიის ფაქტებზე.

ჟურნალისტმა მეუფე ანტონს ჰკითხა შეეფასებინა, გუშინ, 5 ოქტომბერს, საპატრიარქოსთან უცნობი არტისიტის მიერ მოწყობილი split, რომელიც მიზნად სწორედ ეკლესიაში არსებული შესაძლო პედოფილიის შემთხვევების მხილებას ეხებოდა.

“მე ველოდი, რომ ოდესღაც ეს ასე იქნებოდა. იმიტომ, რომ დაძაბულია ფონი, სიტუაცია. ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ახლა კი არა, კომუნისტების დროდან მოდის. ისინი რომ იღებდნენ ფილმებს, სულ ოხროხინედ გვაჩვენებდნენ. რომ სასულიერო პირნი დაკნინებულნი ყოფილიყვნენ”, – ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი.

როგორც თავად ანონიმურმა არტისტმა განმარტა, ინსტალაცია სახელწოდებით გახლეჩილი /Split, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ, განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს პედოფილიის შესაძლო შემთხვევებს ეხებოდა.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...