მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიზნესმენი ლევან ვასაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების "დაპატიმრებას და განეიტრალებას" ითხოვს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების “დაპატიმრებას და განეიტრალებას” ითხოვს

Published on

ლევან ვასაძე ფილმის  – “And Then We Danced” ქართულ კინოთეატრებში ჩვენების წინააღმდეგია და სეანსების ჩაშლით იმუქრება. ვიდეომიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად კინოთეატრებში შევა, პოლიციის კორდონს გაწევს შიშველი ხელებით, გათიშავს ფილმს და ჩაშლის ჩვენებას.

“მოგიწოდებთ გაანეიტრალოთ და დააპატიმროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ვინც ამ ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ კონსპირაციულ საქმიანობას ეწევიან,”- განაცხადა ვასაძემ თავის ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს ფილმის “And Then We Danced” პრემიერის დღეს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდა. “სახალხო ლეგიონის” შემქმნელი ვიდეომიმართვაში ფილმს გარყვნილების პროპაგანდად მოიხსენიებს. ვასაძე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ არც ვინმეს სიკვდილი არაა გამორიცხული. ბიზნესმენმა სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ შეკრებილი ხალხი 5 ჯგუფად დაიყოფა და იმ კინოთეატრებთან გადანაწილდებიან, სადაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.

სიახლეები

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო...

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...