მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე - უწმინდურობას არ დავემორჩილები - ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის

მეუფე პეტრე – უწმინდურობას არ დავემორჩილები – ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისთვის

Published on

ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მეუფე პეტრემ „მორიგი ჭორი“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.

„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა, რომ დაემორჩილოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების შემდეგ შიომღვიმეში განმწესდეს.

„მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...