მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

0
416

ეპარქიის ყოფილი მმართველი სინოდისა და ილია მეორეს გადაწყევტილებას არ ემორჩილება, ის შიო მღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს. მეუფე პეტრე ჭყონდიდისა და მარტვილის საეპისკოპოსო რეზიდენციას დღეს დატოვებს.

მისი შემცვლელი, მეუფე გრიგოლი კი წალკაში დღეს ბოლო წირვას ჩაატარებს, რის შემდეგაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნდება.

მეუფე გრიგოლმა გუშინ მარტვილში პირველი წირვა ჩაატარა. ეპარქიაში ინვენტარისა და ფინანსურ მდგომარების შეისწავლა, სპეციალურმა 9-კაციანმა კომისიამ უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, საპატრიარქოში, 31 ნოემბერს გამართულ ხმაურიან სხდომაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მმართველობის უფლება ჩამოერთვა და წმინდა სინოდის სიიდან ამოირიცხა. არ არის გამორიცხული, მეუფე პეტრეს დამოუმორჩილებლობის გამო, სინოდი კიდევ ერთხელ შეიკრიბოს. უკვე ყოფილი მიტროპოლიტი სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვს. მეუფე პეტრემ ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წელი გაატარა.

წინა სტატიასამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ფსიქოსოციალური მიმართულებით განხორციელებული პროექტები [Video]
შემდეგი სტატიაგურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური