მთავარისიახლეებისაზოგადოებაინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა

ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა

Published on

ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი, მამა ანდრია სარია ტაძრიდან წავიდა. მან ამის შესახებ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს განუცხადა. მამა ანდრია მთავარ არხთან ამბობს, რომ ეკლესიის წევრად რჩება, მაგრამ ტაძარში არ დარჩება. 

“ჩემი გადაწყვეტილება არის ის, რომ სანამ გაირკვევა და სინოდი ასე ვთქვათ თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობას ღებულობდნენ. მე არ ვცნობ სიცრუის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა მღვდელმსახურებას არ ვტოვებ. ვტოვებ მხოლოდამხოლოდ წინაძღვრობას”- თქვა მამა ანდრიამ. 

ცნობისთვის, მეუფე პერტემ მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, სწორედ ინჩხურის მონასტერში გაგზავნა ითხოვა, თუმცა პატრიარქმა თხოვნა არ დააკმაყოფილა. 

………..

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი” უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...