მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, რომელიც თოფით დაჭრეს, მართვით სუნთქვაზეა

სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, რომელიც თოფით დაჭრეს, მართვით სუნთქვაზეა

Published on

კახეთის სოფელ მირზაანის რწმუნებულის, აკაკი თარაშვილის, შვილი, რომელიც 1 ნოემბერს სანადირო იარაღით დაჭრეს, რეანიმაციაშია მოთავსებული და ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. 

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, მამუკა კაპანაძის, თქმით, 31 წლის კობა თარაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ის მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აგრძელებს. 

“რაც შეეხება ამპუტაციის საკითხს, ამის საჭიროება ჯერჯერობით არ დგას,”- ამბობს კაპანაძე მედიასთან. 

ექიმისვე თქმით, პაციენტს მარჯვენა ზედა კიდურზე ოპერაცია გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა. 

სამართალდამცველებმა თარაშვილის დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი მათ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებულმა პ.მ-მ, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს” – აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...