მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელი ტესტირება

0
429

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელი ტესტირებები დაიწყო. საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების პროცესს მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდით დაიწყებენ. საქართველოს მასშტაბით სულ 13 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, აღნიშნულ ტესტირებაზე მთლიანად 26 600 მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველია დარეგისტრირებული.

“მასწავლებლობის მსურველი არის დაახლოებით 11 000 ადამიანი, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს სურს ამ პროფესიაში შესვლა. აქტივობა ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია. პირველადი შედეგები დაახლოებით ნოემბრის ბოლოს, აპელაციის შემდგომი შედეგები კი სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი”,- განაცხადა გორგოძემ.

წინა სტატიასოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, რომელიც თოფით დაჭრეს, მართვით სუნთქვაზეა
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური