მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჩემზე არასწორადაა მუხლი მითითებული და მასზე მუხლიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ ფორმალურად...

“ჩემზე არასწორადაა მუხლი მითითებული და მასზე მუხლიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ ფორმალურად დაეწერათ რამე” – მეუფე პეტრე

Published on

სინოდიდან განყენებული ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ მოციქულთა კანონის ის მუხლი, რომლითაც ის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დასაჯა, არარელევანტურია, რადგან მისივე განმარტებით, 55-ე მუხლში ნათლად წერია, რომ მუხლი მაღალი იერარქიის პირებს არ მიესადაგება და ის მღვდლებისთვისაა განკუთვნილი. 

“მომიყენეს მოციქულთა კანონის მუხლი აბსოლუტურად არაადეკვატურად. ეს ეპისკოპოსს არ ეხება, ეს ეხება კლერიკოსს, რომელიც ეპისკოპოსზე დაბალი რანგია, უკვე შეცდომაა. კანონიკური სამართლის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,” – ამბობს მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მთავართან საუბარში. 

ამასთან, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თქმით, ყოფილი ქორეპისკოპოსის იაკობის შემთხვევაში სჯულის კანონის მუხლი საერთოდ არ არის მითითებული. 

“წარმოგიდგენიათ? ჩემზე არასწორადაა მუხლი მითითებული და მასზე მუხლიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ ფორმალურად დაეწერათ რამე, თუ რამუხლით დაისაჯა ბოდბელი ეპისკოპოსი თავისი უპასუხისმგებლობის გამო,”- ამბობს მიტროპოლიტი. 

სინოდის სხდომის ოქმის მიხედვით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვაში მხილების” გამო განაყენეს სინოდიდან, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე “აეკრძალოს მღვდელმოქმედება, განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად”. 

მოციქულთა შესახებ კანონის 55-ე მუხლში წერია:

“კლირიკოსი, რომელიც ეპისკოპოსს შეურაცხყოფს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ ნათქვამია : “… მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი ” (საქმე 23,5)”. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ეკლესიიდან არ განუკვეთავთ, როგორც მუხლშია მითითებული, არამედ ის მხოლოდ და მხოლოდ დასაჯეს. 

სინოდის ოქმში მოციქულთა შესახებ კანონის 55-ე მუხლს შემდეგნაირად განმარტავენ: 

“ნათქვამია, რომ მკაცრად ისჯება სასულიერო დასის წევრი (კლერიკოსი),[1] რომელიც შეურაცხყოფს საკუთარ ეპისკოპოსს

[1] ცნობილი სერბი კანონისტის, ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით (ტრულის კრების 77-ე კანონზე დართულ კომენტარში), კლირიკოსში (κλήρος) მოიაზრება, როგორც სამღვდელო დასი; ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი; ისე დაბალი რანგის ეკლესიის მსახურნი: იპოდიაკონი, მედავითნე, მგალობელი და სხვა. (იხ. ნიკოდიმოს მილაში “მსოფლიო კრებათა კანონების განმარტება”)”.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი 31 ოქტომბერს სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა განაყენა. მიტროპოლიტი პეტრე ილია II-ს “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილს” უწოდებს. 

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...