მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვთხოვე დამითმონ ერთერთი მონასტერი, სადაც ვიქნები,, - მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში წასვლას...

“ვთხოვე დამითმონ ერთერთი მონასტერი, სადაც ვიქნები,, – მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს

Published on

მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა. ის ამბობს, რომ კონკრეტული მონასტერი ითხოვა, სადაც წასვლა უნდა და პასუხს ელოდება. 

“ვთხოვე დამითმონ ერთერთი მონასტერი, სადაც ვიქნები. დაველოდები პასუხს, თუ არადა მივიღებ გადაწყვეტილებას , თუ სად ვიქნები. საუბარია, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერზე,” – თქვა მიტროპილიტმა პეტრემ.

საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ: “ა.წ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე”.

წმიდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ჩამოაცილა და მღვდელმოქმედება შეუჩერა. მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე “პედარასტიისა და მამათმავლობის” ცოდვითაა შეპყრობილი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...