პატრიარქის ბრძანებით პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განწესდა

0
543

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განწესდა. პატრიარქის შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე.

31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში. 

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომიდან პირველი პეტრე ცაავა გამოვიდა და თქვა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდანგადააყენა. ასევე განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მოგვიანებით მან ეს სიტყვები განმარტა

სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მრევლს უკვე დაემშვიდობა. 

წინა სტატია,,კარგი შოუ გამოგივიდათ,, – გეგა შენგელია ანა წითლიძეს
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე მრევლს დაემშვიდობა: „შეხვედრამდე სამოთხეში“ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური