მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს - ეკა გიგაური

მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს – ეკა გიგაური

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკლესიის წიაღში შექმნილი მდგომარეობით საზოგადოება დაზაფრულია და ეს ქვეყანაზე ცუდ გავლენას იქონიებს. 

“მეუფე იაკობის განცხადებებზე რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები ამ ყველაფერზე. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სამწუხარო, ვგულისხმობ იმას, რაც ხდება საპატრიარქოში. ცხადია ეს ყველაფერი საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. საზოგადოება არის დაზაფრული და ეს არის ფაქტი. ყველაფერი რაც ხელს უწყობს, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაიყოს და ერთმანეთს დაუპირისპირდეს, ეს ზოგადად ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი”, – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრობა აღეკვეთა. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, პეტრე ცაავამ სკანდალური განცხადებები გააკეთა. 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...