მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი ახლგაზრდა გარდაიცვალა

ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი ახლგაზრდა გარდაიცვალა

Published on

დღეს ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, მამაკაცს თავის ტვინის დიფუზური ტრამვა აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებაა. ვტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა ზუგდიდი-ჯვარი – მესტიის ჩხორიის მონაკვეთზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჯვარის მხრიდან მომავალი ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს და შემდეგ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. ორი მათგნის მდგომრეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...