მთავარისიახლეებიმსოფლიოინგლისში გეი მღვდლებისთვის ეპისკოპოსებად დაწინაურების უფლების მინიჭებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია რამდენიმე წლის...

ინგლისში გეი მღვდლებისთვის ეპისკოპოსებად დაწინაურების უფლების მინიჭებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია რამდენიმე წლის წინ

Published on

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღეა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ქართულ ეკლესიაში არსებულ განსაკუთრებულ ვითარებაზე, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელია, რაც უკავშირდება სასულიერო პირთა სექსუალურ ორიენტაციას.

რა თქმა უნდა, თანამედროვე საზოგადოებაში დაუშვებელია ჰომოსექსუალთა მიმართ დისკრიმინაცია, მაგრამ ეკლესიაში ჰომოსექსუალი სასულიერო პირების საეკლესიო იერარქიულ უფლებათა შესახებ, არათუ საქართველოში, – სადაც ტრადიციონალზმის ფესვები დღესაც ღრმადაა – არამედ ინგლისშიც დავის საკითხია. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ინგლისის “ეპისკოპოსთა სახლმა” გეი მღვდელმსახურებს დართო ნება ეპისკოპოსებად დაწინაურების, თუ ისინი მხოლოდ სამოქალაქო ქორწინებაში იყვნენ, ინგლისის სინოდის წევრთა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეს საკითხი კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან, რადგან დიდი ხანია ცნობილია, რომ ჰომოსექსუალი სასულიერო პირები, მოწყვლადი ჯგუფია რუსული სპეცსამსახურებისთვის, მათი გადმობირების კუთხით და საკუთარ სამსახურში ჩაყენების თვალსაზრისით, რაც დიდწილად ტრადიციული საზოგადოების მენტალიტეტითაა განპირობებული

ავტორი: ლევან თორია

სიახლეები

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...

3 აპრილს, 12:00 საათზე მოსაყდრის მოწვევით წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...