მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გათელა ჩვენი ღირებულებები, ეკლესია, რწმენა, ყველაფერი გააბაიბურა" - საპატრიარქოს სკანდალში სააკაშვილი ივანიშვილს...

“გათელა ჩვენი ღირებულებები, ეკლესია, რწმენა, ყველაფერი გააბაიბურა” – საპატრიარქოს სკანდალში სააკაშვილი ივანიშვილს ადანაშაულებს

Published on

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის რაც ახლა ხდება ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია:

“დიდი გულისტკივილით ვაკვირდები საქართველოს ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ყველაფერი არის ოლიგარქ ივანიშვილის შეგნებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. სწორედ მან გათელა ფეხქვეშ  ჩვენი ღირებულებებიც, ეკლესია, რწმენა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ყველაფერი გააბაიბურა, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა, მართავს შუღლით და ამის ფონზე ძარცვავს და ანადგურებს საქართველოს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში აღარ დარჩეს ნამდვილი გმირები, ყველაფერი ამოსვაროს ლაფში და ტალახში, რომ რწმენა დასუსტდეს. დღეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის და ქვეყნის გადარჩენის ამოცანაა, მხოლოდ ერთი- ოლიგარქის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ეს არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი. მაშინ ამოისუნთქავს საქართველო,  ჩამოიბერტყავს ამ ჭუჭყს, ამ წყვდიადს, საქართველოში აუცილებლად უნდა გათენდეს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...