მთავარისიახლეებიმსოფლიოსინგაპურში მფრინავი ტაქსი წარმატებით გამოსცადეს

სინგაპურში მფრინავი ტაქსი წარმატებით გამოსცადეს

Published on

სინგაპურში მფრინავი ტაქსი სახელწოდებით “ვოლოკოპტერი” წარმატებით გამოსცადეს. საფრენმა აპარატმა ქალაქის დასახლებულ უბანში აფრენა და ჰაერში 3 წუთის განმავლობაში გადაადგილება წარმატებით შეძლო.

საფრენი აპარატის პირველი ოფიციალური წარდგენა წელს ბერლინში Greentech-ის ტექნოლოგიურ ფესტივალზე მოხდა, სადაც მან სხვადასხვა სახის შემოწმება გაიარა და ის ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. აპარატის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვოლოკოპტერების ხილვა მომავალი წლიდან დუბაიში, სინგაპურსა და გერმანიის რამდენიმე ქალაქში იქნება შესაძლებელი.

მათი განმარტებიტთ, საფრენი აპარატის უპირატესობას მისი უსაფრთხოება, სისწრაფე და კომფორტულობა წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საფრენი აპარატი დრონის მსგავსად ბატარეებზე მუშაობს, რის გამოც ის გარემოში მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს.

ამჟამად არსებულ მოდელს 2 ადამიანის გადაყვანა 30 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ამასთან, აპარატი 110 კმ.სთ. სიჩქარეს ავითარებს.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი “ვოლოკოპტერის” გაუმჯობესებულ ვერსიასაც შექმნიან.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “ვოლოკოპტერი” არ იქნება განკუთვნილი მხოლოდ მდიდარი ადამიანებისათვის და მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლება. როგორც ცნობილია, მფრინავი ტაქსით გადაადგილების საფასური ყოველ კილომეტრზე 6 აშშ დოლარს გაუტოლდება, რაც ზოგიერთ ქალაქში არსებულ ტარიფზე ბევრად ნაკლებია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...