მთავარისიახლეებისაზოგადოებაკუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე დასკვნას რეგულირების სააგენტო დადებს

კუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე დასკვნას რეგულირების სააგენტო დადებს

Published on

ზუგდიდში, კუჭის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე, ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური და თუ გამოვიდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა, მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება.

,,მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა და ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. რაც შეეხება პაციენტის გარდაცვალების შემთხვევას, კლინიკა არ გაურბის პასუხისმგებლობას. კონკრეტულად ამ შემთხვევას სწავლობს როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ასევე, ჩვენი შიდა მოკვლევის სამსახური და თუ გამოვიდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომა, მას მიეცემა ადეკვატური რეაგირება. რაც შეეხება თავად ექიმს, ის ჩვენსავე კლინიკაში გაურკვეველ ვითარებაში მიყენებული დაზიანებებით გადიოდა მკურნალობის კურსს, თუ რამ გამოიწვია დაზიანებები, ეს უკვე საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ობიექტური რეალობა“, –  განაცხადა ორჟონიამ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი გიორგი გერლიანი სცემა. ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, 10 სექტემბერს ქირურგმა დავით გერლიანმა 42 წლის პაციენტს ვ.ზ-ს ბარიატრიული, უსისხლო ოპერაცია ჩაუტარა, რასაც გართულება მოყვა და პაციენტს პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ  კიდევ ხუთი დასჭირდა – მეორე -ზუგდიდში და კიდევ ოთხი თბილისში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვანის ვინაობა დაადგინა. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

სიახლეები

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...