გრეტა ტუნბერგი უარს ამბობს გარემოს დაცვით ჯილდოზე

0
642

გრეტა ტუნბერგმა უარი თქვა ეკოლოგიის ჯილდოს მიღებაზე და, ასევე, ფულად პრიზზე, რადგან “ეკოლოგიურ მოძრაობას აღარ სჭირდება მეტი ჯილდო”.

მან თქვა, რომ შეთავაზება იყო დიდი პატივი მისთვის და მადლობაც გადაუხადა “ჩრდილოეთის საბჭოს” (Nordic Council) ამისთვის, რომელიც, თავისმხრივ პატივისცემით შეხვდა მის გადაწყვეტილებას.

გრეტა ტუნბერგი აგრეთვე გახლდათ წლევანდელი წლის ფავორიტი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მოგებისთვის, მაგრამ ის ეთიოპიელმა აბი აჰმედმა დაიმსახურა.

ინსტაგრამ პოსტზე ტუნბერგმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი ჯილდოზე და 46 ათას ევროზე: “სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული რეპუტაცია, რაც ეხება კლიმატს და ეკოლოგიას”, მაგრამ სკანდინავიის ქვეყნების ენერგიის მოხმარება სხვა რამაზე მეტყველებს”.

მან მიუთითა ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) და გლობალური ნაკვალევის ქსელის (Global Footprint Network) მონაცემებზე, და მისი თქმით დღეს სკანდინავიური ქვეყნები ცხოვრობენ ისე, თითქოს მსოფლიოს ჰქონდეს ოთხი პლანეტის რესურსი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მეცნიერება ითხოვს შემცირდეს გლობალური დათბობა, თუმცა მსოფლიო ბევრს არაფერს აკეთებს ამ კუთხით.

“ჩრდილოეთ საბჭოს” პრეზიდენტი ჰანს ვოლმარკი პატივისცემით შეხვდა ტუნბერგის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ მისი ბუნებისდაცვითი ნაბიჯები სასიკეთოა ყველასათვის

კიდევ ვის უთქვამს უარი ჯილდოზე?

1964 წელს, ჟან პოლ სარტრიმ უარი თქვა ნობელის პრემიის მიღებაზე, რადგან ის მუდმივად უარს ამბობდა “ოფიციალურ პატივზე”, მას არ სურდა “ინსტიტუციად ქცეულიყო”

2000 და 2003 წლებში, მომღერალმა დევიდ ბოუვიმ უარი თქვა “ბრიტანეთის იმპერიის ორდენზე” და რაინდის წოდებაზე. “მე არასდროს არ მქონია განზრახვა ასეთი რაღაცის მიღების და საერთოდ არ ვიცი რისთვისაა ეს”

1973 წელს ვიეტნამელმა პოლიტიკოსმა ლე დუკ ტომ უარი თქვა ნობელის პრემიის მიღებაზე მშვიდობის დარგში.

1935 წელს მწერალმა ვირჯინია ვულფმა “ღირსების თანამგზავრის” საპატიო წოდებაზე თქვა უარი, რადგან მისი აზრით ჯილდოები არის პატრიარქატის გამოძახილი

2003 წელს ბრიტანელმა პოეტმა ბენჟამინ ზეფანიამ უარი თქვა “ბრიტანეთის იმპერიის ორდენზე”, რადგან “იმპერია” მას ახსენებდა მონობას და ძალადობას

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-europe-50232491

წინა სტატიასინგაპურში მფრინავი ტაქსი წარმატებით გამოსცადეს
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი უარესდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური