მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ასეთი შეხვედრა არ შემდგარა,, - ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე

,,ასეთი შეხვედრა არ შემდგარა,, – ვახტანგ გომელაური მეუფე იაკობის განცხადებაზე

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შეხვედრა, რომლის შესახებაც მეუფე იაკობი საუბრობს, არ შემდგარა.

მისივე თქმით, ვერ წარმოუდგენია, პატრიარქის გადაყენების თემა საერთოდ ვინმემ განიხილოს.

ამასთან, გომელაურის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რატომ აკეთებს მეუფე იაკობი მსგავსს განცხადებებს.

„უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს არა მარტო მე, მთელი ჩემი გუნდი და ვფიქრობ, საქართველო. ვერ წარმომიდგენია, საერთოდ ვინმემ განიხილოს პატრიარქის გადაყენება-არ გადაყენების თემა. ასეთი შეხვედრა არ შემდგარა, მე არ ვყოფილვარ, არ ვიცი. არ ვყოფილვარ მსგავს შეხვედრაზე და რა ვერსია უნდა მოგიყვეთ? გამოძიებაზე პროკურორმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ აპირებს გამოძიების დაწყებას. პროკურატურას უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს და ის აფასებს, დანაშაული არის თუ არა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

სიახლეები

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს ქორწინება აიძულა

პოლიციამ მარნეულში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...