მთავარიUncategorizedსად მდებარეობდა ანტიკური ფაზისი? - ძიებაში იაპონელი მეცნიერები ერთვებიან

სად მდებარეობდა ანტიკური ფაზისი? – ძიებაში იაპონელი მეცნიერები ერთვებიან

Published on

„ინტერპრესნიუსის” ცნობით, ანტიკური ქალაქის ფაზისის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად კობეს (იაპონია) უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იმუშავებენ

როგორც გამოცემას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე კობეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჰიროკო მასუმოტოს და ინჟინერიისა და ურბანული უსაფრთხოების კვლევითი ცენტის პროფესორს სატორუ ოიშის შეხვდა. მიმდინარე წელს იწყება თანამშრომლობა იაპონიის კოსმოსური კვლევის ლაბორატორიასთან ( JAXA (Japan Aerospace Exploration Agency)და იაპონიის უმსხვილეს მრავალდარგოვან ინსტიტუტთან RIKEN – თან.

თსუ პროფესორთან ვახტანგ ლიჩელთან ერთად დაგეგმილია ინტერნაციონალური კვლევითი ჯგუფის პირველი სადაზვერვო გასვლა პონტონური ტიპის ნავით კოლხეთში, პალიასტომის ტბასა და მის შენაკად მდინარე ფიჩორში ნაკრძალის ტერიტორიის დასაზვერად.

,,ჩვენ დავიწყეთ პროექტის განხორციელება კობეს უნივერსიტეტთან ერთად. პროექტის მიზანია, პირველ რიგში, გეოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური კვლევების ჩატარება, რომლის საბოლოო მიზანია ძვ.წ. პირველ ათასწლეულში პალეოკლიმატური ცვლილებების დადგენა. ეს ხელს შეუწყობს იმ პრობლემის გადაწყვეტას, რაც უკვე თითქმის 200 წელია აწუხებს არა მხოლოდ ქართულ სამეცნიერო წრეებს – კოლხეთის ყველაზე მდიდარი და ყველაზე დიდი ქალაქის ფაზისის ადგილმდებარეობის საკითხი, რომელიც დღემდე გადაუწყვეტელია და რომლის შესახებაც 12 განსხვავებული მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში, ჩასატარებელია მაღალტექნოლოგიური სამუშაოები, რისთვისაც გამოყენებული იქნება ის თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რასაც ფლობს კობეს უნივერსიტეტი“, – განაცხადა ვახტანგ ლიჩელმა.

„ჩვენ განვაახლებთ ძველი ისტორიული ქალაქის ფაზისის ადგილმდებარეობის ძიებას, რისთვისაც შევეცდებით გავაერთიანოთ სხვადასხვა დისციპლინები და გამოვიყენოთ ახალი ტექნოლოგიები. ძალიან სასიამოვნოა ქართველ არქეოლოგებთან თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის კომუნიკაცია უძველესი დროიდან,“- აღნიშნა პროფესორმა სატორუ ოიშიმ.

პროექტი ძველი ბერძნული კოლონიის, კოლხეთის უდიდესი და ყველაზე განვითარებული ქალაქის ფაზისის დღემდე უცნობი ადგილმდებარეობის აღმოჩენას ეხება. კობეს უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე-რექტორის პროფესორ მიზუტანის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღების თაობაზე.

თსუ-ში ვიზიტისას პროფესორმა სატორუ ოიშიმ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია “Lidar-ისა და რადარის ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპები არქეოლოგიური არტეფაქტების აღმოჩენაში“.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...