მთავარისიახლეებიმსოფლიოსაბჭოთა პერიოდის დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა ინგლისში

საბჭოთა პერიოდის დისიდენტი და მწერალი ვლადიმერ ბუკოვსკი გარდაიცვალა ინგლისში

Published on

საბჭოთა პერიოდის მთავარი დისიდენტი და ეროვნებით რუსი ადამიანის უფლებების დამცველი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით

ბუკოვსკი 1960-იან წლებში გახდა ცნობილი დისიდენტი და მალევე ის საბჭოთა ხელისუფლებამ ფსიქიკურად შეშლილად გამოაცხადა, რამაც მას ააცილა პატიმრობა, თუმცა 12 წლით ფსიქიატრიულში იქნა განწესებული. 1971 წელს ბუკოვსკის დახმარებით, 6 ცნობილი დისიდენტის ჩანაწერი გატანილ იქნა დასავლეთში, რამაც ნათელი მოჰფინა საბჭოთა პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც დისიდენტებს აკავებდნენ და მათ დისკრედიტაციას ახდენდნენ ფსიქიკურად შეშლილად გამოცხადების გზით, რათა თავიდან აეცილებინათ პოლიტიკური პატიმრებად მათი შეფასება

1976 წელს ის გააგდეს დასავლეთში, გაცვალეს რა დაპატიმრებულ ჩილელ კომუნისტში, ლუის კორვალანში. ბუკოვსკი დასახლდა კემბრიჯში, ინგლისში

ინგლისში ცხოვრებისას ბუკოვსკი აგრძელებდა საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკას და იყო პუტინის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსი. მან გაანალიზა ათასობით საბჭოთა საიდუმულო საარქივო მასალა, რომელიც მან მოიპარა 1992 წელს

1974 წელს ცნობილმა ნოველისტმა ვლადიმერ ნაბოკოვმა ჟურნალ The Observer-ში გამოაქვეყნა წერილი ბუკოვსკიზე, როგორც მამაც დისიდენტზე

“ბუკოვსკის გმირული სიტყვა სასამართლოზე თავისუფლების დაცვისთვის და ხუთწლიანი მისი მოწამეობა ფსიქიატრიულში დარჩება დიდი ხანი ისტორიას, მას შემდეგ, რაც მწამებლები, რომელიც მან მოიგერია – დალპნენ”

პუტინის მოწინააღმდეგე ჯგუფის, Pussy Riot-ის თქმით, ისინი იყვნენ შთაგონებული ბუკოვსკის მიერ, როგორც შიშის არ მქონე სახელმწიფო შურისძიების მიმართ

2014 წელს ბუკოვსკიმ ახსნა თუ რატომ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ

“ჩვენ, ყველა დისიდენტმა ვთქვით, რომ პოლიტიკა უნდა იყოს მორალური. და ჩვენ არ გამოვჩენილვართ, როგორც პოლიტიკური მოძრაობა. ჩვენ ვიყავით, როგორც მორალური მოძრაობა”

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-europe-50206084

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...