მთავარისიახლეებინარცისისტები "საშინელი" მაგრამ ბედნიერი ადამიანები არიან

ნარცისისტები “საშინელი” მაგრამ ბედნიერი ადამიანები არიან

Published on

ნარცისისტებს შესაძლოა ჰქონდეთ ცრუ წარმოდგენები საკუთარ მნიშვნელობაზე და ჰქონდეთ “სირცხვილის გრძნობის” ნაკლებობა, მაგრამ ფსიქოლოგების აზრით, ისინი ასევე არიან უფრო ბედნიერები, ვიდრე სხვა ადამიანები

ნარცისიზმის შესახებ არსებული კვლევებით, რომელიც ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ ტარდება, აღმოაჩინეს, რომ ადამიანები შესაძლოა აბრაზებდნენ სხვებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყვნენ სტრესულ, ან დეპრესიულ მდგომარეობაში

ფსიქოლოგი კოსტას პაპაგაეორგიუ ამბობს, რომ ნარცისიზმის მიმართ ნეგატიურმა შეფასებებმა შესაძლოა შეუმჩნეველი დატოვოს სარგებელი თავად ნარცისისტებისთვის

მკვლევრები ცდილობენ დაადგინონ რატომ არის ნარცისიზმი თანამედროვე საზოგადოების მაღალ სფეროებში – პოლიტიკაში, სოციალურ მედიაში და შოუ ბიზნესში, თუ ის ასევე შეფასებულია, როგორც “სოციალური ტოქსინი”

მკვლევრების აზრით ნარცისისტები მიდრეკილნი არიან სარისკო ქცევებისკენ, აქვთ არარეალური უმაღლესი შეფასება საკუთარი თავის მიმართ, არიან ღრმად დარწმუნებულები საკუთარი თავში, ავლენენ ნაკლებ თანაგრძნობას, აქვთ დანაშაულის და სირცხვილის დაბალი გრძნობა

ასეთი ცუდი თვისებების პირობებში, მკვლევრებს აინტერესებთ, თუ რატომ არის ნარცისიზმი ასეთი პოპულარული და მუდმივად დაჯილდოვებული, ვიდრე პირიქით

ფსიქოლოგების მიერ ნარცისიზმი არის ცუდი თვისებების ნაკრებად შეფასებული, მათ შორის არის ფსიქოპათია, მაკიაველიზმი და სადიზმი

ფსიქოლოგი პაპაგაეორგიუსის კვლევის მიხედვით, რომელმაც 700 სრულწლოვანი გამოიკვლია, ასკვნის, რომ ნარცისიზმი შესაძლოა იყოს ცუდი საზოგადოებისთვის, მაგრამ ნარცისისტებისთვის სარგებლის მომტანი. მათი ძლიერი თავდაჯერებულობა და საკუთარი მნიშვნელობის მაღალი გრძნობა მათთვის მუშაობს, როგორც თავდაცვითი მახასიათებლები

ბელფასტის გუნდის კვლევების მიხედვით, ნარცისისტები არიან უფრო წარმატებულები საქმეში და სოციალურ ცხოვრებაში, რადგან მენტალური სიძლიერე მათ ეხმარებათ იმედგაცრუების გადალახვაში

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველანაირი ნარცისიზმი არ არის სასიკეთო, თუმცა კონკრეტული ასპექტები შესაძლოა იყოს სასარგებლო ადამიანისთვის

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/education-50184281

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...