მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი სცემა

გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი სცემა

Published on

ზუგდიდში გარდაცვლილი პაციენტის არასრულწლოვანმა შვილმა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი გიორგი გერლიანი სცემა. ინფორმაცია ამის შესახებ , რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ,,ოდიში ნიუსის” ჟურნალისტები ადგილზე არიან მისული და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოკლე ხანში მოგვაწვდიან.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ფიზიკური ანგარიშსწორება ზუგდიდის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მოხდა.

ნაცემი ექიმი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, თუმცა საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ და არც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, 10 სექტემბერს ქირურგმა დავით გერლიანმა 42 წლის პაციენტს ვ.ზ-ს ბარიატრიული, უსისხლო ოპერაცია ჩაუტარა, რასაც გართულება მოყვა და პაციენტს პირველი არასწორი ოპერაციის შემდეგ  კიდევ ხუთი დასჭირდა – მეორე -ზუგდიდში და კიდევ ოთხი თბილისში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა .

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ ზუგდიდში მომხდარ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი არასრულწლოვანის ვინაობა დაადგინა. ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...