მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ჯონსონის გეგმა კიდევ ერთხელ ჩააგდო

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ჯონსონის გეგმა კიდევ ერთხელ ჩააგდო

Published on

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის გეგმა ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე პარლამენტმა კიდევ ერთხელ ჩააგდო.

მისი ბრექსითის შეთანხმების დაჩქარებული განხილვის ჩავარდნის გამო ჯონსონს სურს ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერს დაინიშნოს, თუმცა ამისათვის პარლამენტარების 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გეგმას მხარი კონსერვატიული პარტიის წევრმა ყველა პარლამენტარმა დაუჭირა, ოპოზიცია, მათ შორის ლიბერალ-დემოკრატები, ლიბორისტები და ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულმა იუნიონისტური პარტია (DUP) წინააღმდეგი არიან. მათი ნაწილი თარიღით არის უკმაყოფილო, ნაწილი კი ამბობს, რომ ჯონსონს არ ენდობიან.

ლეიბორისტულ პარტიას არჩევნების მხარდაჭერამდე სურს ჯონსონმა უარყოს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების შესაძლებლობა. ლიბერალ-დემოკრატებს კი არჩევნები 9 დეკემბერს სურთ, რათა ჯონსონმა მისი ბრექსითის გეგმის პარლამენტში ხელახლა გატანა ვეღარ მოასწროს.

ჯონსონმა თქვა, რომ პარლამენტი “დისფუნქციურია” და “ქვეყანა მძევლად ჰყავთ აყვანილი, რაც უნდა დასრულდეს”

ვადამდელი არჩევნების გეგმის კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ჯონსონმა ოფიციალურად მიიღო ევროკავშირისაგან ბრექსითის ბოლო ვადის 31 იანვამდე მოქნილი პირობებით გადაწევის შეთავაზება.

გადავადების მოქნილი პირობები დიდ ბრიტანეთს საშუალებას უტოვებს ევროკავშირი ბრექსითის ბოლო ვადამდე დატოვოს, თუ ბრექსითის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს შეთანხმების გარეშე არ დატოვებს, თუ პარლამენტი მის დამტკიცებას ვერ მოახერხებს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...