სესხი ძვირდება. რას უქადის ეს მოქალაქეებს და ქვეყნის ეკონომიკას?

0
579

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) გაზრდილი ინფლაციის რისკების საპასუხოდ ბოლო პერიოდში რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ სამჯერ გაზარდა.

განაკვეთის ცვლილება ნიშნავს, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც სესხი ლარში აქვთ აღებული, სესხი გაუძვირდება. ეს ბუნებრივია შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას – როცა სესხი ძვირდება, ადამიანები ფიქრობენ, რომ აღარ ღირს ფულის სესხება. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, აღარ გააკეთებენ რემონტს, აღარ იყიდიან სახლს და ა.შ. შესაბამისად, გაძვირებული საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად ზემოქმედებს ეკონომიკის ზრდაზე

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მთავრობას თავისი წვლილი მიუძღვის ინფლაციის ზრდაში და მიაჩნიათ, აქამდე მდგომარეობა იმიტომ მივიდა, რომ ეროვნული ბანკი ბოლო დრომდე არასწორ პოლიტიკას ატარებდა.

,,შეცდომები რომ იყო დაშვებული, ამაზე შედეგიც მეტყველებს და ცხადია, ისიც, რომ ეს პრობლემები ეკონომიკური პოლიტიკის არასათანადო გათვლამ გამოიწვია” – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი ბი-პი-ენ-თან საუბარში

მისი თქმით, აქამდე ეროვნული ბანკის არასწორი სტრატეგიამ მიგვიყვანა როცა 3-ჯერ ზედიზედ გჭირდება განაკვეთის გაზრდა, ეს უკვე მიანიშნებს, რომ დააგვიანეს და არასწორ პოლიტიკას წარმართავდნენ.

– მგონია, როცა კი პრობლემურია ლარის კურსი ან ინფლაცია, ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ პრევენცია დაგვიანდა. დასაფიქრებელია, სად იყო შეცდომები. დადგა ცუდი შედეგი, რამაც თითოეულ მოქალაქეს გაურთულა ცხოვრება. ჩვენ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ოფიციალური, სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ეროვნული ბანკი, წინასწარ ყველაფერს გათვლის და გააკეთებს, რათა მოქალაქეს ცხოვრება არ გაურთულდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში პრევენცია ვერ მოხერხდა და ცხადია, გვჭირდება ადეკვატური განმარტება – რატომ. მხოლოდ ტურისტების ნაკადის შემცირებას ვერ დავაბრალებთ, უფრო მეტი ფუნდამენტურ არგუმენტზე დაყრდნობილი ანალიზი გვჭირდება. ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს განტევების ვაცი, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს ამოცანის შესრულებასა და ვითარების გაკონტროლებას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელშეწყობის გარეშე. ეს პირველ რიგში ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს და გვითხრას, რატომ მოხდა ყოველივე და თუნდაც გახდეს მერე დისკუსიის საგანი. ვიდავოთ ამაზე, იყოს ფართო ჩართულობა, გავხადოთ ეს თემა სადისკუსიო. აშკარაა კოორდინაციის პრობლემა.

კითხვაზე, ხომ არ დააყენებს მთავრობა ეროვნული ბანკის მენეჯმენტის იმპიჩმენტის საკითხს? და აქვე გკითხავთ, ხომ არ გგონიათ, რომ მთავრობასაც ეგ უნდა? აბაშიშვილი პასუხობს, რომ ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს განტევების ვაცი, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს ამოცანის შესრულებასა და ვითარების გაკონტროლებას მთავრობის ეკონომიკური გუნდის ხელშეწყობის გარეშე.

– არ ვიცი, ვერ წარმოვიდგენ, რა შეიძლება მთავრობას უნდოდეს. მიუხედავად ნებისმიერი ტიპის შეცდომებისა, ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა მთავრობა მის საქმიანობაში, მით უკეთესი. მაგრამ რაც უფრო მეტ გზას გამონახავს მთავრობა, რომ ეროვნულ ბანკთან ჰქონდეს კოორდინაცია . შეუძლებელია, ერთს ამბობდეს მთავრობა და მეორეს აკეთებდეს სებ-ი, ან პირიქით. თუ არ იქნება შეთანხმებული მოქმედებები, გათვლილი და დათვლილი, შეუძლებელია, მთავრობამ შეძლოს ზრდის მიღწევა სებ-თან კოორდინაციის გარეშე და პირიქით, სებ-მა შეძლოს ინფლაციის მოთოკვა მთავრობასთან კოორდინაციის გარეშე.

წინა სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციის და საერთო სასამართლოების ვებგვერდები ჰაკერულად შეიცვალა
შემდეგი სტატიაკათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი აღარ არის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური