მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება - რომან გოცირიძე

მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება – რომან გოცირიძე

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

“დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება უმძიმესი ფაქტებია მოყვანილი, მათ შორის დასახელებულია ხელისუფლების უმაღლესი პირები, გამოძიების არდაწყება ნიშნავს პირდაპირ დანაშაულის აღიარებას. ის განცხადება თითქოსდა ეს ყოფილიყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული, არის სამართლებრივად აბსოლუტური სისულელე, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც დანაშაული ჩაუდენია იტყვის, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ჩაიდინა ან გააკეთა ეს განცხადება. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ აწყობდა ვითომ სახელმწიფო გადატრიალებას საბურავებით, რომ დაამონტაჟეს საუბარი ის ყველა საუბარი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში გაკეთებული. აი ახლა ვიტყვი მე, რომ უნდა დავამხოთ ეს 8 წლის განმავლობაში საქართველოს დამანგრეველი ხელისუფლება და მოვაწყოთ რევოლუცია, ოღონდ წინასწარ გეუბნებით – 2 ჭიქა არაყი მაქვს დღეს დილით დალეული, ეს იქნება გამამართლებელი საბუთი ?! რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება, ხოლო იქ მოყვანილია უმძიმესი ფაქტები. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

ზოგი ამბობს რომ ამის სჯერა, ზოგი ამბობს, რომ არ სჯერა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სისულელა. მჯერა და არ მჯერა, ეს არის რწმენის საკითხი, მაგრამ მოხდა თუ არ მოხდა – ეს არის გამოძიების საკითხი, ამიტომაა საჭირო გამოძიების დაწყება და იქ გაირკვევა სიმართლე იყო თუ არა”, – განაცხადა გოცირიძემ.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...