მთავარისიახლეებიმსოფლიოადამიანის ტვინის დუბლირებისთვის ილონ მასკმა 1 მილიარდი მიიღო Microsoft-გან

ადამიანის ტვინის დუბლირებისთვის ილონ მასკმა 1 მილიარდი მიიღო Microsoft-გან

Published on

Microsoft-მა 1 მილიარდი დააბანდა ილონ მასკის ხელოვნური ინტელექტის პროექტში, რომელიც გეგმავს ადამიანის ტვინის იმიტაციას კომპიუტერულად

კორპორაცია OpenAI-მ განაცხადა, რომ ინვესტიცია მიმართულია გენერალური ხელოვნური ინტელექტის შექმნისთვის, რომელსაც შეეძლება კონკურენცია გაუწიოს და გადააჭარბოს კიდეც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს

“AGI-ის (გენერალური ხელოვნური ინტელექტი) შექმნა იქნება უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური განვითარება ადამიანის ისტორიაში, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ბედს” – განაცხადა OpenIA-ის დირექტორმა სემ ალტმანმა

OpenAI-ი დაფუძნდა 2015 წელს AGI-ის განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია შეისწავლოს და დაეუფლოს მრავალ დისციპლინას

AGI-ი იმუშავებს ადამიანებთან ერთად, მულტიდისციპლინური ურთულესი პრობლემების გადასაწყვეტად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მაღალი დონის ჯანდაცვა და განათლება

OpenAI-ს დაფუძნებიდან, ილონ მასკი საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე, მაგრამ 2017 წელს SpaceX და Tesla შეუერთდნენ Microsoft-ის კვლევებს ხელოვნური ინტელექტის კუთხით, მაგრამ შეთანხმდნენ ძირითადად წესებზე, რაც საფრთხეებს გამორიცხავს

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავეები აცხადებენ, რომ ზუსტად რთულია პროგნოზირება, თუ რას მივიღებთ ხელოვნური ინტელექტის გავრცელებით, მაგრამ ავადმყოფობის და სიღარიბის აღმოფხვა სრულიად რეალურია მისი საშუალებით

ავტორი: ლევან თორია

https://www.independent.co.uk/life-style/gadgets-and-tech/news/elon-musk-ai-openai-microsoft-artificial-intelligence-funding-a9016736.html?fbclid=IwAR2PJSkhfTvun2MB577tm6tA6y4GvQ-Avk_V2ZL-mPHfXqkN7WgIGQbR3fg

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...