მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ დაასრულებს

ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ დაასრულებს

Published on

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად გამარჯვებული კომპანია უკვე გამოავლინა.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ ჯანაშიას ქ. N5-ში არსებულ სტადიონზე არსებულ სამუშაოებს დაასრულებს და პარალელურად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას განახორციელებს.

“ძირითად სტადიონზე არსებული ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი განხორციელდება, გადაიხურება ტრიბუნები, მოეწყობა მოედნის განათება, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციები, კეთილმოეწყობა ტერიტორია.

სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნურსაფარიანი მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციები, მოეწყობა მოედნის განათება, განხორციელდება კეთილმოწყობის სამუშაოები.”- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...