რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია – გიორგი გახარია ახალგაზრდებს

0
508

ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მასში თქვენი ჩართულობის ხარისხი დაბალი იქნება, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა და მათ უთხრა, რომ ქვეყანაში “ბევრი საინტერესო რამ” ხდება, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ ექნება, თუ მასში ახალგაზრდების ჩართულობა დაბალი იქნება. 

“არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული,”- თქვა გახარიამ შეხვედრაზე. 

20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად – რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. 20 ივნისის ღამის შემდეგ ათასობით მოქალაქე 3 თვის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან, თუმცა გადადგომის ნაცვლად, ის ქართული ოცნების გუნდში დაწინაურდა და პრემიერმინისტრად დაინიშნა. 

20 ივნისის ღამის საქმეზე პროკურატურამდაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა. ეს იმ ფონზე, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის დროს 260-ზე მეტ დაშავებულ ადამიანს შორის, 160-ზე მეტი სამოქალაქო პირია – მათგან 37 ჟურნალისტი, მათ რეზინის ტყვიებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. აქციის დარბევისას თვალი დაკარგა ორმა ადამიანმა. მხედველობა დაკარგა ან დაუზიანდა 6 ადამიანს. რეზინის ტყვია სახის არეში მოხვდა 13 ადამიანს, გულმკერდის არეში – 48-ს. სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანება კი 57-მა ადამიანმა მიიღო. 

ამ საქმეზე სულ სამ სამართალდამცველს წაუყენეს ბრალი და მათგან არცერთი არ არის დაკავებული. ეს მაშინ, როდესაც ამავე საქმეზე აქციის 19 მონაწილეს აქვს ბრალი წაყენებული, მათგან 14 დღემდე პატიმრობაში რჩება. 

წინა სტატიადიდი იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება ამერიკული ინვესტიციით – ელიზაბედ რუთი
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: კვირიკაშვილი, გახარია და გომელაური მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური