მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს...

“ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?“ – ვახტანგ გომელაური

Published on

ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, მათ ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დავით მუმლაძის გატაცების საქმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

ამასთან, მინისტრის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებაში ჯერჯერობით არავინ გაუთავისუფლებიათ.

„არ არიან გათავისუფლებული, ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს  გამორიყა. ცხედარს 30-მდე ჭრილობა ჰქონდა. 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ რუსთავში 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...