მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონტი ჯგუფი - კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა

კონტი ჯგუფი – კონსორციუმის დატოვება საბოლოო გადაწყვეტილებაა

Published on

Conti International-ი ადასტურებს საკუთარ განზრახვას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დატოვების სურვილის შესახებ. ამის შესახებ Conti International-ის ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული.

„წელს Conti International-მა, „კონტი ჯგუფის“ წევრმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამაარსებელმა წევრმა, მიაღწიეს შეთანხმებას ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი პოზიციის გაყიდვის შესახებ.

ამჟამად შეთავაზებული ტრანზაქცია მოითხოვს საქართველოს მთავრობისა და კონსორციუმის სხვა წევრების თანხმობას, რომელიც არ დადასტურებულა და ნაკლებად სავარაუდოა მათი ვადამდე (დედლაინამდე) შესრულება. შედეგად, ტრანზაქცია არ შეიძლება დაიხუროს და მისი ვადის გასვლა მოხდეს ოქტომბრის ბოლომდე.

მაშინ, როცა კონსორციუმის მიმდინარე ტრანზაქციები ვერ განხორციელდა, მისი აქციები კვლავ უცვლელი რჩება. „კონტი“ გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი აქციების გაყიდვას და დატოვებს კონსორციუმს პროექტის კონსტრუქციული მხარდაჭერით.

„კონტის“ ყოველთვის სჯეროდა და სამომავლოდაც მხარს დაუჭერს ანაკლიის პორტის პროექტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„კონტი“ იმედს გამოთქვამს, რომ კონსორციუმის დარჩენილი წევრები უახლოეს მომავალში დაასრულებენ პროექტს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...