მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გამაღიზიანებელი იყო ეს დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში" - გიორგი გახარიას ბოდიში ზუგდიდელებს

“გამაღიზიანებელი იყო ეს დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში” – გიორგი გახარიას ბოდიში ზუგდიდელებს

Published on

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო შენობის გახსნა ჩვეული ბოდიშით დაიწყო. პრემიერმა ქალაქის ცენტრში დაუსრულებელი მშენებლობის გამო მოსახლეობის გამაღიზიანებელ ფაქტორზე ისაუბრა და ზუგდიდელებს მშენებლობის დაგვიანებისთვის ბოდიში მოუხადა.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ზუგდიდელებს, რომ ეს შენობა დიდხანს შენდებოდა“- განაცხადა გიორგი გახარიამ. „ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი სამაშველო სამსახური,რომელიც აღჭურვილია ყველა შესაბამისი ტექნიკით, სადაც დღეიდან 20 მეხანძრე- ურად. ეს იქნება ძალზე ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის სამაშველო სამსახური, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, იმიტომ, რომ ეს ნაწილი ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის, ბოლო წლების განმავლობაში აქ ცოტა უყურადღებოდ იყო. ახლა ამ გამოწვევასაც ყველანი ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...