მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება" პრეზენტაცია გაიმართება

ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება” პრეზენტაცია გაიმართება

Published on

ზუგდიდში  საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის ,,ძალის გამოღვიძება” – პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი მაია კალანდია ავრცელებს. კალანდიას ინფორმაციით, პრეზენტაციას დაესწრება ქალბატონი სანდრა-ელისაბედ რულოვსი. წიგნი პირველად უკრაინაში გამოიცა, მისი ქართულენოვანი ვერსია საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.

“წიგნში  საუბარია მიხეილ სააკაშვილის ოჯახზე,  იმ გარემოებებზე, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური ვითარება 2003 წელს, თავისი გუნდის ძალაუფლებაში მოსვლაზე.
წიგნში ასევე არის საუბარი იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, ის წარუმატებლობასაც აფასებს. ყოველ თავში პარალელებია გავლებული უკრაინის დღევანდელ მდგომარეობასთან, რომელიც ავტორის ასევე საკუთარი გამოცდილების ნაწილია. წიგნში მოყვანილია ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი მედიისა და ფართო აუდიტორიისათვის “- წერს მაია კალანდია

წიგნის პრეზენტაცია 28 ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...