მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე - საფინანსო სისტემაში ქაოსია

რომან გოცირიძე – საფინანსო სისტემაში ქაოსია

Published on

აფინანსო სისტემაში არის ქაოსი. როგორც ადამიანს მეტადონის პროგრამაზე დასვამენ და რბილ ნარკოტიკებს შეაჩვევენ, ზუსტად ასე იყო რეფინანსირების სესხები რაღაც ფარგლებში. ახლა უკვე დიდ ნარკოტიკებზე გადავიდა ეროვნული ბანკი – 2.3 მილიარდიანი დოზით უშვებს და უშვებს ფულს კომერციული ბანკების ვენებში – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით,  რეფინანსირების განაკვეთის აწევა იძულებითი ნაბიჯია და სხვა გამოსავალი ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად და ინფლაციის მოსათოკად არ არის.

“სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ერთი ხელით საქმეს აკეთებს და მეორე ხელით თავად აფუჭებს. გუშინ რეფინანსირების განაკვეთი აწია, დღეს კომერციულ ბანკებს მისცა 2.3 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი. რა აზრი აქვს პროცენტის აწევას, თუკი კომერციულმა ბანკებმა იგივე რაოდენობის ფული გაიტანეს?

ასევე, მთავრობამ შიდა ვალი – 400 მილიონი აიღო, ამ წლის ბიუჯეტი გაზარდა, დაუმატა ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ ლარის გაუფასურების აღკვეთის მცდელობას მთავრობა უშლის ხელს.

შეუთანხმებელი მუშაობით ორ უწყებას შორის, დაგვიანებული და ეროვნული ბანკის ქმედებაში ურთერთდაპირისპირებული ნაბიჯებით ვერც ლარს გაამყარებენ და ვერც ფასების ზრდას შეაჩერებენ. საფინანსო სისტემაში არის ქაოსი. სამწუხაროდ, რეფინანსირების განაკვეთის აწევა შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს და ეს არის უკიდურესი ზომა. ეროვნულ ბანკს თადარიგი დიდი ხნით ადრე უნდა მიეღო და მიემართა სხვადახსვა ზომისთვის, როგორიცაა რეფინანსირების განაკვეეთის აწევა, რეფინანსირების სესხების მკვეთრად შემცირება. როგორც ადამიანს მეტადონის პროგრამაზე დასვამენ და რბილ ნარკოტიკებს შეაჩვევენ, ზუსტად ასე იყო რეფინანსირების სესხები რაღაც ფარგლებში. ახლა უკვე დიდ ნარკოტიკებზე გადავიდა ეროვნული ბანკი – 2.3 მილიარდიანი დოზით უშვებს და უშვებს ფულს კომერციული ბანკების ვენებში”- აცხადებს გოცირიძე.

23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...