მთავარისიახლეებიეკონომიკაბიზნესის დასახმარებლად გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ერთი თეთრიც არ არის ათვისებული

ბიზნესის დასახმარებლად გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან ერთი თეთრიც არ არის ათვისებული

Published on

საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან ერთი თეთრიც კი არ არის ათვისებული.

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ფეისბუკზე ავრცელებს. დეპუტატის თქმით, ეკონომიკის სამინისტროს მან სადეპუტატო კითხვის ფორმატით მიმართა.  პარლამენტარმა იმ პროექტების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, რომელსაც ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი მოხმარდა. 

პასუხად კობერიძემ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური წერილი მიიღო. წერილში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე არ არის გაცემული არც ერთი საკრედიტო გარანტია. ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ამბობს, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რომლის ფარგლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ათვისება მოხდება. 

სამინისტროს განმარტებით, თანხების ნულოვან ათვისებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ის, რომ არ არსებობს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული პროგრამა. სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს კერძო სექტორის პასიურობაზეც. უწყების ცნობით, დამდგარი შედეგის მიზეზი სხვა ფექტორებთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის პასიურობაა.  

საკრედიტო-საგარანტიო ფონდი დიმიტრი ქუმისშვილის ინიციატივით, მისი მინისტრობის პერიოდში შეიქმნა. ფონდი სააგენტო აწარმოე საქართველოს ფარგლებში ამოქმედდა. ამ სქემის მიხედვით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბანკში კრედიტის მისაღებად წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე თანხა უნდა დაეფარა, თუმცა 2019 წლის პირველ ათ თვეში ათვისება ნული ლარია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფონდი ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკური ზრდასა და საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას უნდა მოხმარებოდა.

სიახლეები

“იმედი მაქვს სანქციები არ დაიგვიანებს!” – სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი EU საელჩოებს წერილით მიმართავს

სინდისის პატიმარი, ირაკლი ქერაშვილი ევროპული ქვეყნების საელჩოებს წერილით მიმართავს. გლდანის საპყრობილეში გამოკეტილი, ოლიგარქის რეჟიმის...

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

სენატში MEGOBARI აქტის განხილვა 27 მარტს გაიმართება – რაუფოღლუ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი MEGOBARI Act-ს27 მარტს განიხილავს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

რა ადგილი ეჭირა “მერაბ სოხუმსკის” ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას

"თაიმერი" ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გუშინდელი თავდასხმა ლევან ჯანგველაძეზე, რომელიც...