მეთიუ ბრაიზა: ომი დაიწყო რუსეთმა

0
725

ლონდონში, ნატოს შემოდგომის საპარლამენტო ასამბლეის სესიის შემდგომ, სადაც მიღებულ იქნა 6 რეზოლუცია, ერთ-ერთი ეხება ალიანსის ლიდერებს, დაადასტურონ რა ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი ესაუბრა ყოფილ ამერიკელ დიპლომატს მეთიუ ბრაიზას “საუბრები ნატოზე საქართველოსთვის” ინტერვიუების სერიის ფარგლებში

თქვენი შეფასებით რა რესურსი არსებობს გეოპოლიტიკური მანევრებისთვის საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ვითარებაზე?

ვფიქრობ, რომ ამ კუთხით რთული ვითარებაა. ანუ, რუსეთი არის სამხედრო ოკუპანტი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის; ჩვენ ვიცით, რომ აფხაზები არც თუ ისე კომფორტულად გრძნობენ თავს რუსული დიქტატის ქვეშ. ამ კუთხით ცხინვალის მოსახლეები უფრო დამთმობები არიან და, ალბათ, აფხაზეთში დროთა განმავლობაში ანტირუსული განწყობები გაიზრდება, მაგრამ ახლა რუსეთი აფხაზეთში და ცხინვალში მყარადაა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, მაგრამ რასმუსენის იდეა პერსპექტივაში, არის საუკეთესო, ვითარების შესაცვლელად. აღნიშნული არ აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და ალიანსის წევრობას. ეს არის წარმოსახვითი, მაგრამ არ არის უპრეცედენტო. კვიპროსშიც მსგავსი ვითარებაა, კვიპროსი ევროკავშირის წევრია მისი მთელ ტერიტორიით, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობა არ ვრცელდება მის ჩრდილოეთ ნაწილზე. კანონით მთელი კუნძული ევროკავშირის წევრია, და იგივე რამეზე ვსაუბრობთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართაც. ტექნიკურად და ლეგალურად, ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორივე რეგიონი ხდება ნატოს წევრი, მაგრამ მე-5 მუხლის მოქმედება იქნება შეჩერებული ამ ტერიტორიებზე

რასმუსენმა ახსენა გერმანიის მაგალითი და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა ნიშნავდეს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ვალდებულებას, როგორც სუვერენულ ქვეყნებად. თქვენ თუ ხედავთ ამის საფრთხეს?

არა. თუმცა, ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი შეინარჩუნებს ზეწოლას საქართველოზე, რათა მან აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, რადგან მათ აქვთ განსაკუთრებული კავშირები რუსეთთან, ან უბრალოდ არ აფასებენ ისტორიას და სურთ იყოს სიმშვიდე, ვიდრე სამართალმა იზეიმოს საქართველოში. თუმცა, მე ვფიქრობ, საქართველოს ბედი არის მის ხელთ, ვიდრე თქვენი შეკითხვა გვთავაზობს. რაც მოხდა გერმანიაში, იყო სხვა, რადგან გერმანია არსებითად პასუხისმგებელი იყო ორ მსოფლიო ომზე და ჰოლოკოსტზე. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირს მაშინ დიდი გავლენა ჰქონდა და სპეციფიური ვითარება იყო. ამის საპირისპიროდ, მე მსურს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი კვიპროსს. გამორიცხულია, რომ თურქმა კვიპროსელებმა აღიარონ ბერძნულ-კვიპროსული სახელმწიფო ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების გარეშე, რომელშიც თურქი კვიპროსელების უფლებები სრულად არ იქნება დაცული. ასე რომ, არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს საქართველომ

თუმცა დღევანდელი ნატოს ადმინისტრაცია აყოვნებს თუნდაც განიხილოს ეს საკითხი. როგორ შეგვიძლია ავხსნათ ესეთი პასიურობა?

როცა ოფიციალური პირი გახლდით, მე ვიყავი შეზღუდული ჩემს ინტერპრეტაციებში საჯარო განცხადებებს დროს. ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ ნატოს ოფიციალურ პირებს, მანამ სანამ ნატოს წევრი ქვეყნები არ შეთანხმდებიან აღნიშნულზე, რაც ჯერ არ მომხდარა. ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად, რათა აირიდონ თავიდან წევრი ქვეყნების პოზიციებში ჩარევა, განსაკუთრებით აშშ-ს პოზიციებში. მაგრამ, თუ პრეზიდენტი ტრამპი, ან ანგელა მერკელი, ან მაკრონი დაიწყებენ საუბარს ნახსენებ იდეაზე, მაშინ სხვებიც აიტაცებენ აღნიშნულს. ნატოს წევრმა ქვეყნებმა პირველ რიგში მზაობა უნდა გამოთქვან; ნატოს ადმინისტრაციას არ ძალუძს მართოს ორგანიზაციის კურსი, ისინი დამოკიდებული არიან წევრი ქვეყნების ნებაზე. წევრი ქვეყნები ჯერ არ უჭერენ მხარს ამ იდეას, მაგრამ იმედი მაქვს მომავალში დაუჭერენ

თუ ქართული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას თემაზე სადისკუსიოდ, წაახალისებს ეს ნატოს?

თქვენ უნდა დაარწმუნოთ მთავარი წევრი ქვეყნები, პირველ რიგში აშშ, რომ ეს მართებულია. საქართველომ, ჩუმად, დახურულ კარს მიღმა უნდა გამართოს დისკუსია, პირველ რიგში ვაშინგტონთან და შემდგომ გათვალოს, თუ როდის იქნება მზად ამისთვის აშშ. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, მე ვიცი ჩემი პირადი საუბრებიდან, რომ პრეზიდენტი ბუში იყო ძალიან მონდომებული, რათა საქართველოს მიეღო მაპი, მაგრამ ეს კანცლერმა მერკელმა დაბლოკა, რაც შეიძლება ისევ განმეორდეს. გერმანელები სიფრთხილეს იჩენენ რუსეთთან მიმართებაში და ეს გასაგებია, თუ გავითვალისწინინებთ მათ დრამატულ ისტორიას. პრეზიდენტი შტაინმაიერი, როცა ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, თავს არიდებდა რუსეთთან კონფრონტაციას. 2008 წლის გაზაფხულზე, ჩვენ ვაშინგტონში ჩამოვაყალიბეთ გეგმა, რომელიც საქართველოს გამოიყვანდა პუტინის მახედან, რომელსაც ის მაშინ ამზადებდა. ეს მახე სააკაშვილს ტოვებდა ორი ცუდი არჩევანის წინაშე: დაეთმო ცხინვალი და აფხაზეთი რუსეთისთვის, ან წასულიყო ომზე რუსეთთან. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სხვა გეგმა და მივიღეთ ღონისძიებათა მთელი წყება, მათ შორის კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის შეყვანისა. მაგრამ, ბოლოს, გერმანელებმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ “საქართველოს მეგობართა” ჯგუფს, გამორიცხა ყოველგვარი პირობა, რომელსაც შეეძლო გაეღიზიანებინა რუსეთი

ირონიულად არ გეჩვენებათ, რომ დღეს შტაინმაიერის სახელთან ასოცირდება ფორმულა უკრაინის კონფლიქტზე, რომელიც განიხილება როგორც პრორუსული?

მე მიმაჩნია, რომ ეს არის წარმოუდგენლად ირონიული და თითქმის ტრაგიკულად პროგნოზირებადი. ჩემთვის ეს არის ევროპის საგარეო კურსის შემაშფოთებელი პასუხი: ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის კონფლიქტი, კონკრეტულად სამხედრო კონფლიქტი, ხოლო ისინი მოუწოდებენ დიალოგისკენ, რომელშიც ორივე მხარე იზიარებს გარკვეულ დანაშაულს, მაგრამ 2008 წლის ომში არის ერთი დამნაშავე: რუსეთმა მოახდინა პროვოცირება და რუსეთთმა წამოიწყო შეტევა. მე ეს რწმენა მექნება სიკვდილამდე და საქართველო იძულებული გახდა ეპასუხა, რამაც, სამწუხაროდ, მისი ინტერესები დააზიანა

ავტორი: ლევან თორია

http://georgiatoday.ge/news/17779/Bryza%3A-NATO-Member-States-Don%E2%80%99t-Support-Rasmussen%E2%80%99s-Idea-Yet%2C-But-I-Hope-They-Will?fbclid=IwAR2JRqon9aLjKEx4ayYJQfQfSjhhTQY1L2VZv99RNn99j2Cy3eh3UabJXLM

წინა სტატიაგენერალურ პროკურატურაში სუს-ის მაღალჩინოსნები დაკითხეს – მათ ჩვენება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს
შემდეგი სტატია​აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური