მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო

Published on

ისრაელის პრემიერმა, ბენჟამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც 10 წელია ამ თანამდებობას იკავებს, ვერ მოახერხა ჩამოეყალიბებინა მთავრობა. ამის მთავარი მიზეზი კი, სექტემბრის არჩევნებში მისი პარტიის მიერ უმრავლესობის ვერ მოპოვებაა

ახლა უკვე ჯერი მის კონკურენტზე, ბენი განცზეა “ლურჯი და თეთრი” პარტიიდან, რომელსაც ეძლევა შანსი ჩამოაყალიბოს მთავრობა

ისრაელის პრეზიდენტმა, რუვინ რივლინმა განაცხადა, რომ ბატონ განცს ის მისცემს რამდენიმე კვირას, რათა გამართოს მოლაპარაკებები მთავრობის შესაქმნელად

ისრაელის არაბი კანონმდებლები განცს შეპირდნენ მხარდაჭერას, მაგრამ განცი, რომელიც ხელმძღვანელობს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას აკლდება 10-ზე მეტი ადგილი აუცილებელი 61 კაციანი უმრავლესობისთვის

პრეზიდენტი რივლინი აცხადებს, რომ შეეცდება თავიდან აიცილოს ახალი არჩევნები, რომელიც ამ წელს უკვე ორჯერ ჩატარდა ისრაელში

სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, ნეთანიაჰუს პარტიამ “ლიკუდმა” 32, ხოლო განცის “ლურჯმა და თეთრმა” 33 ადგილი მიიღეს პარლამენტში

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-middle-east-50132760

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...