ბათუმის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი “პორტერი” შევიდა

0
725

ბათუმის პორტში, უკვე მეორედ, ამერიკული სამხედრო ხომალდი “პორტერი” შევიდა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.
Porter Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.
ხომალდზე, რომლის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი, იმყოფება 39 ოფიცერი და 282-წევრიანი პერსონალი.
ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და ქართველ კოლეგებთან პარტნიორობას გააღრმავებენ.
Porter-ი საქართველოში 2015 წლის ოქტომბერშიც იმყოფებოდა. გემის ეკიპაჟის წევრებმა და საქართველოს სანაპირო დაცვის დანაყოფებმა ბათუმის აკვატორიაში ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, გემის რიგით მეორე ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზღვაო სფეროში აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობას.
Porter-ი ესპანეთის ასეულის შემადგენლობაშია და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს.

წინა სტატიადავით ნარმანია: ,,თუ არ გვინდა, გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები”
შემდეგი სტატიაქართველი მიგრანტები ათენში 74 წლის კაცს სახლში შეუვარდნენ და 3 საათის განმავლობაში აწამებდნენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური