მთავარისიახლეებიეკონომიკაანაკლიის კონსორციუმის მეწილე Van Oord ხდება

ანაკლიის კონსორციუმის მეწილე Van Oord ხდება

Published on

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 4,16 პროცენტ წილს ჰოლანდიური კომპანია Van Oord International ყიდულობს. არსებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ამ გარიგებას დათანხმდნენ. თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი ხდება, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ცნობით, Van Oord International ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის – Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილი კომპანიაა. იგი ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან არის ჩართული

“ვან ოორდმა განახორციელა დეტალური საზღვაო-სამშენებლო კვლევები პროექტის დაწყებისას. ასევე, ვან ოორდის ADC–სთან წარმატებული პარტნიორობის მანძილზე, შესრულდა 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამაღმავებელი სამუშაოები, რომლების ფარგლებშიც მოხდა ანაკლიაში ნაპირის დაღრმავება მინუს 11 მეტრამდე და ამოღებული ქვიშის მასის განთავსება სამშენებლო მოედანზე” -აცხადებენ კონსორციუმში.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...