მთავარისიახლეებიპოლიტიკაქიბარ ხალვაში: "რატომ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და...

ქიბარ ხალვაში: “რატომ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?”

Published on

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, 60%-იანი წილის დაყადაღება არხის მაუწყებლობას ხელს არ შეუშლის. 

“დაყადაღებულია უშუალოდ ფიზიკური პირის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60% წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის, შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს, რომ კომპანიას რაიმე საფრთხე შეექმნას. პირიქით, უახლოეს პერიოდში რუსთავი 2 იწყებს ახალ გადაცემებს და სულ მალე ეთერში იქნება ახალი მეგა-შოუ. ქიბარ ხალვაში განაგრძობს ტელევიზიაში ინვესტიციებს,” – ამბობს პაატა სალია, რომლის კომენტარსაც რუსთავი ორი ავრცელებს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, იურიდიულ შეფასებას სასამართლოს განჩინების შემდეგ გააკეთებს.

“ქიბარ ხალვაშის პოზიცია არის, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩავიბაროთ განჩინება და შემდეგ უკვე იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვაპირებთ გადავდგათ სამართლებრივი ნაბიჯები. ეს შეიძლება იყოს გასაჩივრება, ან სხვა საპროცესო მოქმედება, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცნობთ განჩინების შინაარს, ზეპირი გადმოცემით ვიცით მხოლოდ ის, რომ მოხდა წილების დაყადაღება,”- აცხადებს სალია და აღნიშნავს, რომ აქიმიძე-დვალის სარჩელი ხანდაზმულია.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ადვოკატ კახა კოჟორიძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა და ტელეკომპანიის 60%-იანი წილი დააყადაღა.

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი, გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს – “მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი”.

“რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?” – კითხულობს ხალვაში. 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...