მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ნარმანია თავმჯდომარედ აირჩიეს

დავით ნარმანია თავმჯდომარედ აირჩიეს

Published on

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ (სემეკ) აირჩიეს.

ნარმანიას ხმა მისცა კომისიის ყველა, ოთხივე წევრმა მისივე ჩათვლით.

იქამდე, ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა.

ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს 18 სექტემბერს წარუდგინა   პრეზიდენტმა. თუმცა მოგვიანებით პარლამენტმა მისი კანდიდატურის კენჭისყრა პროცედურული შეცდომის გამო გადადო: პრეზიდენტს მხოლოდ კომისიის წევრების წარდგენის უფლება ჰქონდა და არა თავმჯდომარის.

მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას უფლებამოსილება 16 სექტემბერს ამოიწურა.

სიახლეები

სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში - ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი...

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება

სამთავრობო მედიების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ამ დროსითვის...

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს

მეუღლის ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს "ახლახან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ...

საია- სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა...