,,არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო”- გიორგი გახარიას პასუხი მამუკა ხაზარაძისათვის გადაცემული ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე

0
455

,,არ ვიცი უკვე, ამას როგორ ვუპასუხო. ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ერთხელ ვთქვი, რომ ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და მერე გავაკეთებ კომენტარს-მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ”, – ასე პასუხობს ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გიორგი გახარია.

მამუკა ხაზარაძის, ადვოკატებმა ე.წ მუქარის წერილის დედანი, რომელიც ხაზარაძის თქმით მას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, შუამავლის მეშვეობით გაუგზავნა, პროკურატურას დღეს, 21 ოქტომბერს, გადასცეს

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, მედიას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წერილის დედანიც აჩვენა.

კორძაძის თქმით, უშუალოდ წერილის დედანზე, რომელიც ლონდონში ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, 17 ანაბეჭდია.

ადვოკატის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ლონდონის ექსპერტიზას არ აქვს საქართველოს მოქალაქეების თითის ანაბეჭდების ბაზასთან წვდომა, მათ არ იციან, რამდენი ადამიანის თითის ანაბეჭდია წერილზე. კორძაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის გამოძიების ნაწილია

წინა სტატიაროგორ ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილს ,,ნიცშეანური” შრომა წყალში მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან მიქაბერიძემ
შემდეგი სტატია,,ორი კვირა ურტყამდა კიტოვანი ამ შენობას არტილერიას და ვერ აიღო, როგორ აიღებდა უიარაღო ხალხი?!” – შალვა ნათელაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური