მთავარისიახლეებიმსოფლიომსოფლიოს ერთი კვირა ფოტოებში

მსოფლიოს ერთი კვირა ფოტოებში

Published on

ქალი, თურქეთის საზღვრის გასწვრივ, სირიელი ქურთების დასახლების, რას ალ აინის მახლობლად, რომელსაც დაფარული აქვს სახე. მის უკან იწვის საბურავები, რათა თურქეთის ავიაციის ხილვადობა შემცირდეს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, მას შემდგომ, რაც ტრამპის გადაწყვეტილებით, სირიიდან გამოყვანილ იქნა ამერიკული ჯარი, დაიწყო სამხედრო მოქმედება სირიაში
ბავშვები თამაშობენ ზეთის ხილის ხეივანში, მორიის ლტოლვილთა თავშესაფრის მახლობლად, მიტელინში, საბერძნეთი
ნაირობიში, კარურას ტყეში, ხალხი უყურებს ელიოდ კიპჩოგის მონაწილეობას მარათონში. კენიელი კიპჩოგი, რომელიც არის მსოფლიო რეკორდსმენი, გახდა პირველი ადამიანი, რომელიც 2 საათის განმავლობაში მონაწილეობდა მარათონში

სკაფანდრის ინჟინერს, კრისტინა დევისისს პრეზენტაცია ვაშინგტონში, ნასას შტაბბინაში. სკაფანდრი განკუთვნილია მთვარეზე გადაადგილებისთვის, არის უფრო მობილური და კომფორტული, ვიდრე წინა ვერსიები, შესაძლებელია გამოიყენოს ორივე სქესის ადამიანმა
ბრიტანეთის პრემიერი მინისტრი, ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი ართმევენ ხელს ერთმანეთს, ევროკომისიის სამიტის დროს, ბრიუსელში

ნარჩენების შემგროვებლებს, ხელმეორე გადამუშავებისთვის, პლასტიკური ნარჩენები გადააქვთ ჰანოის გარეუბანში, ვიეტნამი
დედოფალი ელიზაბეტ მეორე და პრინცი ჩარლი, უელსის პრინცი ესწრებიან პარლამენტის სხდომას ვესტმინსტერის სასახლეში, ლონდონი
ილუმინირებული ხელოვნების ინსტალაცია სახელად “გაია”, რომელიც ეკუთვნის ლუკ ჯერემის. ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი ტარდება ბლექპულ ტაუერის დარბაზში, როგორც ნაწილი ლაითპულის ფესტივალის

ავტორი: ლევან თორია
https://www.bbc.com/news/in-pictures-50096448

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...