მთავარისიახლეებიმსოფლიოჰილარი კლინტონი: რუსეთი ამზადებს კანდიდატს ამერიკაში

ჰილარი კლინტონი: რუსეთი ამზადებს კანდიდატს ამერიკაში

Published on

ყოფილმა ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ქალ დემოკრატ კანდიდატს 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

მან აღნიშნა, რომ კრემლს სურს კანდიდატი, რომელიც “მესამე პარტიის” სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, რათა გაიყოს ლიბერალთა ხმები და ამით დაეხმაროს ტრამპს გამარჯვებაში

კლინტონს არ დაუსახელებია კანდიდატის სახელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჰავაელ კონგრესმენი, ტულსი გაბარდი იგულისხმა

“ის არის რუსეთის ფავორიტი”, აღნიშნა კლინტონმა. “მათ აქვთ უამრავი ვებგვერდი, ჰყავთ ბოტები და აქვთ სხვა უამრავი საშუალება მის მხარდასაჭერად

გაბარდმა საპასუხოდ განაცხადა, რომ “კლინტონი გახლავთ ვორმონგერების დედოფალი და ცდილობს ჩემი რეპუტაციის შელახვას”.

ტულსი გაბარდი გახლავთ ომის ვეტერანი და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი, რომელმაც მოუწოდა ამერიკას, შეწყვიტოს მსოფლიო პოლიციელის როლის შესრულება

კლინტონმა, ასევე, ჯილ სტაინი დაადანაშაულა ღალატში, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც კანდიდატი “მწვანეთა პარტიიდან”

კლინტონის აზრით, ჯილ სტაინი გახლავთ რუსეთის ემისარი და ახლაც შეიძლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა

2016 წელს სტაინმა 1.5 მილიონი ხმა მიიღო და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამ შტატში ტრამპის სასარგებლოდ

სპეცკონსულის, მიულერის რუსული გამოძიებით დგინდება, რომ რუსეთი ხელს უწყობდა სტაინის კამპანიას, რათა მას წაერთმია ხმები კლინტონისთვის

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-us-canada-50104958

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...